პუპუს სათამაშოები სერტიფიცირებულია ევროკავშირის მიერ, სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და უზრუნველყოფს თქვენი პატარების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს.
ხარისხი, რომელსაც ენდობი
პუპუში თითოეული პროდუქტი გადის მკაცრ შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხსა და გამძლეობას, თქვენი პატარების მაქსიმალური ბედნიერებისთვის.
ვზრუნავთ მომავალზე
ჩვენი სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. პუპუ ზრუნავს გარემოზე, რათა ჩვენი შვილები გაიზარდონ უფრო მწვანე და ჯანსაღ სამყაროში.
FAQs
როდის მოხდება ჩემი შეკვეთის მიწოდება?
თქვენი შეკვეთის სტანდარტული მიწოდება ხდება 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში. თუმცა, დიდი ზომის ან სპეციალური ნივთების მიწოდებისთვის შეიძლება დაგვჭირდეს 3-4 სამუშაო დღე. შეკვეთის განთავსებისას, ჩვენი ოპერატორი დამატებით დაგიზუსტებთ მიწოდების სავარაუდო დროს. თუ შეკვეთას პარასკევს ან შაბათ-კვირას განათავსებთ, მიწოდება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში.
რა ღირს მიწოდების სერვისი?
თბილისში მიწოდება უფასოა 50 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთების შემთხვევაში. 50 ლარზე ნაკლები ღირებულების შეკვეთებზე მიწოდების საფასური შეადგენს 5 ლარს. რეგიონებში მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია პროდუქტის წონასა და ზომებზე და წინასწარ შეგატყობინებთ შეკვეთის განთავსებისას.
შემიძლია თუ არა პროდუქტის მაღაზიაში თვითონ აღება?
დიახ, პროდუქტის მაღაზიიდან აღება შესაძლებელია წინასწარი შეთანხმებით. შეკვეთის განთავსებისას, მიუთითეთ, რომ გსურთ პროდუქტის პირადად აღება, და ჩვენი გუნდი შეგატყობინებთ, როდესაც პროდუქტი მზად იქნება ასაღებად.
გაქვთ თუ არა ნივთების აწყობის მომსახურება?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალური აწყობის მომსახურებას, რომლის ღირებულებაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პროდუქტის ზომასა და სირთულეზე. მომსახურების სურვილის შემთხვევაში, წინასწარ დაგვიკავშირდით შეკვეთის განთავსებისას.
შესაძლებელია თუ არა ნივთის დაბრუნება ან შეცვლა?
დიახ, ნივთის დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია, თუ პროდუქტი დაზიანებულია ან არ შეესაბამება თქვენს შეკვეთას. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ პროდუქტის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, რათა დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია დაბრუნების პირობების შესახებ.
არჩევანის გაკეთება გამოიწვევს გვერდის სრულ განახლებას.